პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
15 ხმა
ხმის მიცემა
ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება

 უმეტესობა ჩვენთაგანს ჰგონია, რომ კენჭები ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში ჩნდება და ნაკლებად თუ იცის ვინმემ, რომ მსგავსი კენჭები შეიძლება წარმოიქმნას სანერწყვე ჯირკვლების სადინრებშიც. სტატისტიკური მონაცემებით, ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება აღენიშნება დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1,3%-ს. ადრე ამ დაავადებას მხოლოდ ქირურგიული მეთოდებით მკურნალობდნენ, რომელთა დროსაც ხშირი იყო სახის ნერვის დაზიანება, ნაკერები სახეზე, ზოგჯერ კი აუცილებელი ხდებოდა სანერწყვე ჯირკვლის მთლიანად ამოკვეთა.

მაგრამ ამჟამად, ევროპელი მეცნიერებისა და ექიმების მიღწევების წყალობით ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და ქირურგიის სფეროში, შესაძლებელი გახდა კენჭების ამოღება ნაკლებ ინვაზიური მეთოდების გამოყენებით.

რა არის ნერწყვის კონკრემენტი

ნერწყვის კენჭები ანუ კონკრემენტები არის მცირე - 6-9 მმ, იშვიათად - 1,5 სმ და მეტი ზომის მქონე მყარი სხეულები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კალციუმის ფოსფატი და ნახშირბადი. ნერწყვის კენჭების 60%-ზე მეტი წარმოიქმნება ყბისქვეშა ჯირკვალში და მის სადინარში. ზოგიერთი ვარაუდით, ეს იმით აიხსნება, რომ აღნიშნული ჯირკვალი გამოიმუშავებს უფრო ბლანტ ნერწყვს მინერალების მაღალი შემცველობით. კენჭების დაახლოებით 10% წარმოიქმნება ყბაყურა ჯირკვლებში, დანარჩენი პროცენტი თანაბრად არის გადანაწილებული ენისქვეშა და მცირე სანერწყვე ჯირკვლებზე.

კენჭის არსებობაზე თავდაპირველად მიუთითებენ გარკვეული პრობლემები ჭამის დროს - ნერწყვი ცუდად გამოყოფა, სანერწყვე ჯირკვლები სივდება, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების მიღებისას, როგორიცაა ლიმონი, მჟავე კიტრი, კენკრა. შემთხვევათა 30%-ში ჯირკვლების ასეთი შესივება მტკივნეული არ არის, თუმცა თუ დროულად არ მივხედავთ ამ პრობლემას, დაწყებულმა შეგუბებითმა პროცესებმა სანერწყვე ჯირკვლებში შეიძლება ხელი შეუწყონ მათ ინფიცირებას, რასაც თავის მხრივ შეიძლება მოჰყვეს სხეულის ტემპერატურის მატება, ჯირკვლების დაჩირქება და მათში ხვრელმილების ან დიდი აბსცესების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება სასუნთქი გზების ქსოვილებზეც გადავიდეს.

სანერწყვე სადინრებში კენჭების გაჩენის მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოა, რომ ნერწყვ-კენჭოვანი დაავადების ერთ-ერთი ხლშემწყობი პირობაა პირის ღრუს მომატებული სიმშრალე. ამგვარად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა იწვევს პირში სიმშრალის განვითარებას: მწეველები, ის ადამიანები, რომლებიც იღებენ აღნიშნული გვერდითი ეფექტის მქონე პრეპარატებს, მათ შორის რადიოიოდს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს, ასევე შეგრენის დაავადების მსგავსი ავტოიმუნური დაავადებების მქონე პირები.

მკურნალობა

საწყის სტადიებზე ნერწყვ-კენჭოვან დაავადებას არაინვაზიური მეთოდებით მკურნალობენ. ესენია: ჯირკვლების მასაჟი, მჟავე კანფეტების წოვა ნერწყვის გამომყოფის სტიმულაციისთვის, თბილი კომპრესების დადება. ზოგჯერ რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენება.

თუ ზემოაღნიშნული მეთოდები სათანადო შედეგს არ იძლევა, ექიმები უკვე მიმართავენ თანამედროვე ენდოსკოპიის მიღწევებს, რომელთა საშუალებითაც დაზუსტებით განისაზღვრება კენჭების ადგილმდებარეობა და მათი მოცილება ნაკლებად ინვაზიური მეთოდებით.

კლინიკური სტატისტიკის თანახმად, ყბისქვეშა კონკრემენტების დაახლოებით 20% და ყბაყურა კონკრემენტების 50% რენტგენოგრაფიისას შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, ნერწყვ-კენჭოვანი დაავედების დაზუსტებითი დიაგნოსტიკისათვის უპირატესობა ენიჭება ულტრაბგერით გამოკვლევას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ასევე, კარგ შედეგებს იძლევა ენდოსკოპის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ქირურგს შეუძლია კონკრემენტის დანახვა და მისი მოცილება მკურნალობის ერთ სეანსზე.

კლინიკური ჩვენებებისა და პრობლემის მასშტაბების მიხედვით, ენდოსკოპის საშუალებით ექიმს შეუძლია მოაცილოს უკვე არსებული ნერწყვის კონკრემენტები უშუალოდ არხიდან, ჩაატაროს ჯირკვლების ირიგაცია ან შეიყვანოს მათში გარკვეული  პრეპარატები, გააფართოვოს სადინარის სანათური, თუ შეინიშნება მათი სტენოზი (შევიწროვება). ენდოსკოპია ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ნარკოზის ქვეშ. გართულებების რისკი ნერწყვ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპით მკურნალობის დროს მინიმალურია.

1990 წელს პირველად იქნა წარმოდგენილი ენდოსკოპის წარმატებული გამოყენება ნერწყვ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის დროს. მკურნალობა ჩაატარა გერმანელმა ქირურგმა, რომლის მუშაობის შედეგებიც გამოქვეყნდა Journal of the American Dental Association (ოქტომბერი, 2006, გვ.1394-1400). მას შემდეგ, ტექნოლოგიები ენდოსკოპიაში მნიშვნელოვნად წინ წავიდა: ინსტრუმენტები კიდევ უფრო მცირე ზომის და შესაბამისად, პაციენტისთვის ნაკლებ ტრავმული და ექიმისთვის სამუშაოდ უფრო მოსახერხებელი გახდა.

სანერწყვე ჯირკვლებში არსებული კენჭების მოსაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა დიამეტრის მქონე ენდოსკოპები: 0,8 მმ-იანი, რომელიც გამოიყენება დიაგნოსტიკისა და ირიგაციისთვის, და 1,1 და 1,6 მმ-იანი, რომელსაც აქვს ე.წ. „სამუშაო არხი", საიდანაც ჯირკვალში ან მის სადინარში შეყავთ საჭირო ინსტრუმენტები (პინცეტი, ქვის დასაშლელი მიკრობურღი, ლაზერი, არხის გასაფართოებელი გასაბერი ბალონები) შესაყვანად. ასეთი ენდოსკოპების დრეკადობა 45 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. აღნიშნული ინსტრუმენტის ღირებულება 25000$-დან იწყება.

აღსანიშნავია, რომ ენდოსკოპთან მუშაობის მეთოდები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. მაგალითად, ევროპაში ქირურგები ენდოსკოპის საშუალებით ატარებენ, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მანიპულაციებს და გარდა ამისა, იმავდროულად იყენებენ  ექსტრაკორპორულ დარტყმით ტალღოვან ლითოტრიფსიას (ძალიან დიდი და მკვრივი კენჭების დასაშლელად) და ენდოსკოპიას. პროცედურა დაახლოებით 45 წთ გრძელდება. ზოგჯერ აბსოლუტური შედეგის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 45 პროცედურა. თუმცა, აღნიშნული მეთოდით, მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად, შესაძლებელია კონკრემენტებისგან გათავისუფლება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით და პაციენტს არ ესაჭიროება აღდგენითი პერიოდი.

აშშ-ში კი ექსტრაკორპორული დარტყმითი ტალღოვანი ლითოტრიფსია ნაბადართული არ არის. ამიტომ, ამერიკელი ქირურგები იძულებულნი არიან ენდოსკოპი გამოიყენონ მხოლოდ დიაგნოსტიკური და დამხმარე მიზნებით (სადინრების ირიგაცია). კენჭების მოსაცილებლად ისინი მიმართავენ მცირე ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებს (მცირე ტრანსორალური, ტრანსცერვიკალური განაკვეთები), რაც საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. კანონზომიერია, რომ მკურნალობისადმი მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის აღდგენის ვადებს ოპერაციის შემდეგ, ზოგჯერ კი შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია 3-4 დღით.

ადრე, ნერწყვ-კენჭოვან დაავადებას, ძირითადად, მკურნალობდნენ ქირურგები და ოტოლარინგოლოგები, თუმცა ამჟამად, სულ უფრო მეტი სტომატოლოგი ახდენს დიაგნოსტიკას და ახორციელებს აღნიშნულ ოპერაციებს.

 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1136
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12