პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
10 ხმა
ხმის მიცემა
არასწორი თანკბილვა: ანომალიების სახეობები და გავლენა ჯანმრთელობაზე

თანკბილვა (ლათ. - occlusio) არის კბილთა მწკრივების ურთიერთობა ზედა და ქვედა ყბის კბილების შეთანასოვნების დროს. განასხვავებენ ცვლად და მუდმივ, ასევე ფიზიოლოგიურ (სწორი) და ანომალურ თანკბილვას.

ნორმალური თანკბილვის დროს ზედა ყბის ყველა კბილი კონტაქტშია ქვედა ყბის ანტაგონისტ კბილთან. კბილებს შორის შუალედები არ არის. სწორი თანკბილვა უზრუნველყოფს ჰარმონიას სახესა და ღიმილს შორის, ასევე ყლაპვის, ღეჭვის და მეტყველების ნორმალურ ფუნქციებს.

არასწორი თანკბილვა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ანომალური თანკბილვის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს თანდაყოლილი (მემკვიდრეობა) და შეძენილი (ტრავმები, არასწორი ხელოვნური კვება და ა.შ.).

თანკბილვის დარღვევის ვარიანტები:

1) მეზიალური თანკბილვა (პროგენია). ქვედა ყბა წინ არის წამოწეული.

ანომალიის მიზეზები: დარღვევით მიმდინარე ხელოვნური კვება (ძალიან უხეში საწოვარა ან ძლიერი ზეწოლა ქვედა ყბაზე), მე-4-5 სარძევე კბილების ნაადრევი მოცვლა, სახის ჩონჩხის აგებულების თანდაყოლილი თავისებურებები.

 

 

 

 

2) დისტალური თანკბილვა (საგიტალური პროგნატია). ზედა ყბა ძალიან არის წინ წამოწეული, კბილთა მწკრივების შეთანასოვნებისას მათ შორის წარმოიქმნება ნაპრალი. დისტალური თანკბილვა არის ჩონჩხოვანი, ყბის ან კბილების, ქვედა ყბის გადაადგილებით.

ანომალიის მიზეზებია: ცხვირხახის ანთება, სახის ჩონჩხის აგებულების თანდაყოლილი თავისებურებები.

 

 

 

3) ღრმა თანკბილვა. ზედა კბილები ძალიან გადაფარავენ ქვედას.

ანომალიის მიზეზები: დარღვევით მიმდინარე ხელოვნური კვება (ძალიან უხეში საწოვარა ან ძლიერი ზეწოლა ქვედა ყბაზე), მე-4-5 სარძევე კბილების ნაადრევი მოცვლა, სახის ჩონჩხის აგებულების თანდაყოლილი თავისებურებები.

 

 

 

 

4) ღია თანკბილვა. ზედა და ქვედა ყბების ზოგიერთ კბილს შორის შეთანასოვნებისას წარმოიქმნება ნაპრალი.

ანომალიის მიზეზები: რაქიტი, ფართო დიასთემა, მე-4-5 სარძევე კბილების ნაადრევი მოცვლა.

 

 

 

 

5) ჯვარედინი თანკბილვა. ამ ანომალიის დროს ვიწროვდება ზედა ან ქვედა ყბა. ზოგჯერ აღინიშნება სახის ასიმეტრია.

ანომალიის მიზეზები: კბილების არასწორი ამოჭრა, ყბა-სახის სისტემის არათანაბარი განვითარება.

 

 

 

 

6) კბილების მჭიდრო დგომა. კბილები უსწორმასწოროთ არის განლაგებული კბილთა რკალში, ზოგიერთი მათგანი რკალის გარეთ ან შიგნით მდებარეობს. 

ანომალიის მიზეზები: ყბების შევიწროვება სარძევე კბილების ნაადრევი ამოღების გამო, ბავშობის სხვადასხვა მავნე ჩვევები.

 

 

 

 

7) ტრემები, დიასტემა - მანძილები კბილებს შორის. დიასტემა ეწოდება მანძილს ცენტრალურ საჭრელებს შორის, ხოლო ტრემები არის მანძილები სხვა კბილებს შორის.

ანომალიის მიზეზები: მემკვიდრეობითობა, ენის და ტუჩის ლაგმების არასწორი მიმაგრება, გვერედითი საჭრელების ადენტია, ენის კუნთების მომატებული ტონუსი, მავნე ჩვევები.

 

 

 

არასწორი თანკბილვის შედეგები

არასწორი თანკბილვა ესთეტიკური და ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელსაც თანამედროვე სტომატოლოგია ნებისმიერი ასაკის პაციენტში გადაჭრის.

დარღვეული ოკლუზიის (თანკბილვის) მქონე ადამიანებში ხშირად აღინიშნება ტკივილი კისრის, მხრების, ხერხემლის მიდამოში, თავის ტკივილები და სმენის დარღვევა. ანალოგიური ტესტის ჩატარება მარტივია. ხელი განზე განზიდეთ და გააჩერეთ ასე. მალე იგრძნობთ კუნთების ტკივილს. იგივე ემართება ყბა-სახის კუნთებსაც. თუ ყბა თავის ბუნებრივ ადგილზე არ არის, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის კუნთები მუდმივად დაჭიმულია. ეს იწვევს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა დაავადებებს, ქრონიკულ თავის ტკივილს, ხშირ გაციებით დაავადებებს და ა.შ.

თანკბილვის ანომალიები იწვევს ღეჭვისა და ყლაპვის ნორმალური ფუნქციების დარღვევას, შეიძლება გაუარესდეს მეტყველება, რაც გამოიწვევს ადამიანებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ შიშს. ღეჭვის ფუნქციის დარღვევის დროს დატვირთვა იზრდება კბილთა მწკრივის რომელიმე კბილზე. დროთა განმავლობაში, 35-40 წლის ასაკში კბილები მოირყევა და განვიტარდება ალვეოლური მორჩების ატროფია. ეს არის პაროდონტიტი, მრავალი პაციენტისთვის ცნობილი დაავადება. საკვების ნორმალური დაღეჭვის ფუნქციის დარღვევა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. თანკბილვის ანომალიები ხშირად გამოვლინდება სახესა და ღიმილს შორის ჰარმონიის დარღვევით, რაც სახის ასიმეტრიას იწვევს. 

ყბა-კბილოვანი სისტემის დარღვევის დროს აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტს, დეფექტის გასწორება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში თანამედროვე ორთოდონტული აპარატებით. ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციის აღდგენით აიცილებთ ორგანიზმის მრავალი დაავადების მიზეზს.

 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1676
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12