პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
12 ხმა
ხმის მიცემა
დენტალური იმპლანტატების ოსტეოინტეგრაციის თანამედროვე კონცეფცია

კვლევის მიზანი: სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემების შესწავლა ოსტეოინტეგრაციის პროცესების შესწავლისადმი მიძღვნილი კვლევების შედეგების განზოგადებისთვის, რისი საშუალებითაც განვსაზღვრავთ მაღალი ფუნქციონალური შედეგის მიღწევისთვის აუცილებელ პირობებს პრაქტიკაში დენტალური იმპლანტაციის ჩატარების დროს.

კვლევის მასალები: „ოსტეოინტეგრაცია არის ძვალში იმპლანტატის ფიქსაციის მეთოდი, რომლის დროსაც იმპლანტატის ზედაპირსა და ძვლოვან ქსოვილს შორის არ წარმოიქმნება ფიბროზული ან ხრტილოვანი ქსოვილი" (Dorlands Medical Dictionary, Toronto, Canada, 1994). ამჟამად, ოსტეოინტეგრაციის ძირითადი თეორია არის სისხლის კოლტის რეტრაქციის თეორია „Blood clot retraction theory".

არსებობს ოსტეოინტეგრაციის მრავალი ასპექტი. მთავარია რეაქციის ბიოლოგიური კასკადის გაგება, რომელიც შედგება ძვლის რეგენერაციის ამსახველი სამი თანმიმდევრული სტადიისგან.

ოსტეოინტეგრაციის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა ოსტეოინდუქცია, რომელიც მდგომარეობს იმპლანტატის ზედაპირზე ოსტეობლასტების მიგრაციასა და მიზიდვაში, იმპლანტატის ირგვლივ ჩამოყალიბებული სისხლის კოლტის ნარჩენის გავლით. აღსანიშნავია, რომ იმპლანტატის მიხორცების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები უშუალოდ მის ირგვლივ ძვლის წარმოქმნამდე მიმდინარეობს.

ძვლოვანი ქსოვილის დაზიანების შემდეგ ვითარდება პირველი ეტაპი - სისხლძარღვოვან-თრომბოციტური ჰემოსტაზი. სისხლის შედედების დროს სისხლის ხსნადი ცილა ფიბრინოგენი გადადის უხსნად ფიბრინში, რომელიც ქმნის მატრიცას ჯვარედინი ბოჭკოებისგან. ფიბრინული მატრიცა უზრუნველყოფს სტრუქტურას, რომელშიც ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან (თრომბოციტებიდან გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორების გავლენით) ხდება არადიფერენცირებული ოსტეოგენური უჯრედების მიგრაცია იმპლანტატის ზედაპირზე. კოლტში შემავალი ზრდის ფაქტორები ქსოვილოვან რეგენერაციაზე ორი გზით მოქმედებენ.

პირველი - ზრდის ფაქტორების მიერ არადიფერენცირებული უჯრედების მიზიდვა მატრიცის მიდამოში.

მეორე - ფიბრობლასტების ან სხვა არადიფერენცირებული უჯრედების უჯრედულ მემბრანასთან დაკავშირების შემდეგ ზრდის ფაქტორები სიგნალური ტრანსდუქციი გზით იწვევენ უჯრედების დიფერენცირებას.  

წარმოქმნიდან გარკვეული დროის შემდეგ კოლტი  მკვრივდება. ამ პროცესს კოლტის რეტრაქცია ეწოდება. 

ოსტეოინდუქციის პირველ ეტაპზე ფიბრინი აღწევს მიხორცების კერაში და ფიქსირდება იმპლანტატის ზედაპირზე (სურ.1). იმპლანტატის ზედაპირის უნარი შეინარჩუნოს ფიბრინის ძაფები სისხლის კოლტის რეტრაქციის დროს, განსაზღვრავს იმპლანტატამდე მისული მიგრირებადი უჯრედების რაოდენობას. ოსტეოგენური უჯრედები ემაგრება ფიბრინის ბოჭკოებს და იწყება მათი დიფერენცირება. იმპლანტატთან ოსტეოგენური უჯრედების მიგრაცია ხდება ფიბრინის ძაფებით წარმოქმნილი სამგანზომილებიანი ბიოლოგიური მატრიცის გავლით (სურ.2-3).

სურ.1. ოსტეოინდუქციის პროცესის დასაწყისი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ.2. ოსტეოგენური უჯრედების მიგრაცია იმპლანტატთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ.3. ოსტეოინდუქციის პროცესის შედეგი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი სარეცელის, როგორც ოსტეოგენური უჯრედების წყაროს, მდგომარეობა და დენტალური იმპლანტატის ზედაპირის სტრუქტურა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სისხლის კოლტის ფიბრინის ფიქსაციაში.

იმპლანტატის მიხორცების მეორე ფაზა - უშუალოდ ძვალწარმოქმნა ძვლოვანი მატრიქსის მინერალიზაციის შედეგად. როდესაც ოსტეოგენური უჯრედები აღწევენ იმპლანტატის ზედაპირს, ისინი იწყებენ ძვლოვანი მატრიქსის წარმოქმნას (სურ.4-5).

სურ.4. უშუალოდ ძვალწარმოქმნა პროცესის დასაწყისში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ.5. უშუალო ძვალწარმოქმნის შედეგი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ფაზაში პარალელურად მიმდინარეობს კონტაქტური (სურ.6) და დისტანციური ოსტეოგენეზის (სურ.7) პროცესები. ოსტეოინტეგრირებული კონტაქტის განვითარება იმპლანტატის ზედაპირზე განისაზღვრება კონტაქტური ოსტეოგენეზის არსებობით.

სურ.6. კონტაქტური ოსტეოგენეზი (ოსტეოინტეგრაცია).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ.7. დისტანციური ოსტეოგენეზი (ფიბროოსტეოინტეგრაცია).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე ფაზა - ძვლის რემოდელირების ფაზა, ხანგრძლივი, ძვლის რეზორბციისა და წარმოქმნის ციკლებით მიმდინარე პროცესია, რომლის სტაბილიზაციაც დენტალური იმპლანტაციის ოპერაციიდან დაახლოებით 18 თვის შემდეგ ხდება.

დენტალური იმპლანტატების ოსტეოინტეგრაციის შეფასების მეთოდებია:

1. რენტგენოლოგიური. რენტგენოგრამაზე არ განისაზღვრება გამჭვირვალობა იმპლანტატის პერიმეტრზე.

2. მორფოლოგიური. ბიოპტატების შესწავლა ელექტრონული მიკროსკოპით.

3. ირიბი. იმპლანტატის სტაბილურობის შეფასება დინამომეტრული გასაღებით ან სიხშირე-რეზონანსული ტესტირების აპარატით.

კვლევის შედეგები

ლიტერატურული მონაცემების შესწავლის საფუძველზე დავადგინეთ ოსტეოინტეგრაციის განმსაზღვრელი ფაქტორები:

იმპლანტატის თვისებები: ბიოთავსებადობა; ზედაპირის ფორმა და ხარისხი; სტერილურობა.

ძვლის მახასიათებლები: ყბის ძვლის ქსოვილის მოცულობა და ხარისხი; ჯანმრთელი ძვლოვანი სარეცელი (სისხლის კოლტის და ოსტეოგენური უჯრედების არსებობა).

იმპლანტაციის პრინციპები: ზუსტი ქირურგიული ტექნიკა; ძვლოვანი სარეცელის კონგრუენტულობა; ძვლის გადახურების არარსებობა; იმპლანტატების რაოდენობის და მათი ტოპოგრაფიის სწორი დაგეგმვა; პირობების კონტროლი ფუნქციური დატვირთვის დროს.

დასკვნა: ოსტეოინტეგრაცია დროში ცვლადი პროცესია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ძირითადი პრინციპების ცოდნა და დაცვა როგორც ქირურგიული, ასევე ორთოპედიული ტაქტიკის არჩევის დროს კარგი კლინიკური შედეგების მისაღწევად.

ლიტერატურა

1. Davies JE. In vitro modeling of the bone/implant interface. Anat Rec 1996;245:426-45.

2. Davies JE. Mechanisms of endosseous integration. Int J Prosthodont 1998;11:391-401.

3. Gruber R, Varga F, Fischer MB, et al. Platelets stimulate proliferation of bone cells: involvement of platelet-derived growth factor, microparticles and membranes. Clin Oral Impl Res 2002;13:529-35.

4. Hosseini MM. On the relationship between osteoconduction and surface texture during peri-implant osteogenesis. Ph.D. dissertation, University of Toronto, 2001.

5. Osborn JF, Newesely H. Dynamic aspects of the implantbone interface. In: Heimke G, ed. Dental implants: materials and systems. Munchen: Carl Hanser Verlag, 1980:111-23.

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 612
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12