პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left


Warning: Illegal string offset 'title_ge' in /home/dentalca/public_html/classes/main.class.php on line 94
რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
12 ხმა
ხმის მიცემა
როგორ აღწევს კბილის ბაქტერია გულში

კბილის ნადების წარმომქმნელმა სტრეპტოკოკმა სისხლში მოხვედრისას შეიძლება ენდოკარდიტი გამოიწვიოს. ბაქტერიის მიერ გულის დაზიანება განპირობებულია განსაკუთრებული ცილით, რომლის საშუალებითაც ის ეწებება გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების უჯრედებს.

ბაქტერია Streptococcus mutans პირის ღრუს ბინადარია. მისი დამსახურებაა კბილის ნადების წარმოქმნა. სტრეპტოკოკი წარმოქმნის პოლისაქარიდულ ლორწოს, რომლის საშუალებითაც ემაგრება კბილის ზედაპირს და  თავისი არსებობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. მჟავას გამოყოფით სტრეპტოკოკი შლის კბილის მინანქარს და ამ ბაქტერიის აქტიური მოქმედება მთავრდება სტომატოლოგთან ვიზიტით.

მაგრამ ხდება, რომ Streptococcus mutans-ის მავნე ზემოქმედება არ მხოლოდ პირის ღრუთი არ შემოიფარგლება. მაგ., კბილის ძაფის ენერგიულად გამოყენების დროს სტრეპტოკოკი შეიძლება მოხვდეს სისხლში. თითქოს, საშიში არაფერია: იმუნიტეტი მას სწრაფად გაუმკლავდება. მაგრამ, ზოგჯერ ბაქტერია სწრაფად აღწევს გულს და იწყება კბილის ნადებსა და კარიესზე უფრო სერიოზული უსიამოვნებები.

სტრეპტოკოკი ინტენსიურად მრავლდება გულში, ამჯობინებს გულის სარქვლებს, რაც იწვევს ენდოკარდიტს ლეტალური შედეგით. როჩესტერის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ აღწევს ბაქტერია გულის კუნთში და მაგრდება მასზე.

მეცნიერებმა აღოაჩინეს ბაქტერიული კოლაგენ-შემბოჭველი ცილა CNM. ის ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის ცილა კოლაგენთან და უჯრედული მემბრანების ცილა ლამინინთან. შედეგად, სტრეპტოკოკი მაგრდება გულის გვირგვინოვანი არტერიების უჯრედებზე. ასეთი ცილის არმქონე ბაქტერიების ეპითელურ უჯრედებზე მიმაგრების უნარი 10-ჯერ ნაკლები იყო. სტრეპტოკოკის სხვადასხვა შტამების პათოგენურობა ცვილის ჩრჩილის ჭუპრებზე მოწმდებოდა: CNM ცილის გენის მქონე ბაქტერიები შემთხვევათა 90%-ში იწვევდნენ მატლების სიკვდილს. თუ ამ შტამებს ამ ცილის გენს უთიშავდნენ, ისინი კარგავდნენ ლეტალობას. ნაშრომის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Infection and Immunity.

Streptococcus mutans-ის 30 მეტ შტამს შორის 5 აქვს საშიში გენი. ადამიანებში ყველაზე გავრცელებული C შტამი გულისთვის საშიში არ არის, ხოლო უფრო იშვიათ E,F და ზოგიერთ სხვა ტიპს აქვს ცილა, რომლითაც მას შეუძლია მიემაგროს სისხლძარღვთა უჯრედებს და დააზიანოს გულის კუნთი. მეცნიერების თქმით, თუ თქვენ პრობლემები გაქვთ გულის მხრივ, სტომატოლოგთან ვიზიტის წინ აუცილებლად ჩაიტარეთ მიკრობიოლოგიური ტესტი, რომ დაადგინოთ, ცხოვრობს თუ არა თქვენს პირში სტრეპტოკოკის საშიში შტამი. თუ ცხოვრობს, ექიმმა რაც შეიძლება სუფთად უნდა იმუშავოს და არ მოერიდოს ანტიბიოტიკების გამოყენებას.

მომზადებულია როჩესტერის უნივერსიტეტის მასალების მიხედვით.


 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1635
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12