პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

სტომატოლოგიური პორტალი DentalCafe, მისი დანიშნულება და სამომავლო მიზნები

მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩვენი საიტის სტუმრობისათვის. სტომატოლოგიური პორტალი Dentalcafe.ge წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ვრცელ ქართულენოვან სტომატოლოგიურ რესურსს, რომელიც ორიენტირებულია როგორც ფართო მკითხველზე, ისე ყველა დარგის სტომატოლოგ-სპეციალისტზე.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მოიპოვება სტომატოლოგიაში საკითხი, რომელიც არ გაშუქებულა ან უახლოეს მომავალში არ გაშუქდება ჩვენი პორტალის სხვადასხვა განყოფილებებში.

ამჟამად ფართო მკითხველისთვის უკვე წარმოდგენილია 250-ზე მეტი საინტერესო სტატია, რომელთაგანაც თითოეულს თან ახლავს თემატური ილუსტრაცია, რათა მკითხველმა უკეთ გააცნობიეროს ამ სტატიებში აღწერილი დაავადება, სამკურნალო ან პროფილაქტიკური პროცედურა თუ სხვა.

სპეციალისტებისთვის ასევე შექმნილია ვრცელი მენიუ, სადაც ამჟამად სხვადასხვა დარგის სტომატოლოგებისთვის მიმდინარეობს სტატიების თარგმნა და ატვირთვა. გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. პორტალის სარედაქციო ჯგუფი მუდმივად განაგრძობს თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის მოძიებას, ძვირფასო კოლეგებო.

გვაქვს დიდი განყოფილება კბილის ტექნიკოსებისთვის, სადაც შევეცადეთ მოგვეცვა ამ სწრაფად განვითარებადი და უკვე ძალიან მაღალტექნოლოგიური დარგის ყველა ასპექტი.

თუ გააქტიურებთ ღილაკს "ლექსიკონი", წარმოგიდგებათ ქართული სტომატოლოგიური განმართებითი ლექსიკონი, რომელშიც მოკლედ გადმოცემულია 1000-მდე სტომატოლოგიური ტერმინის განმარტება. ეს ლექსიკონი ჩვენი პორტალის ნამდვილი სიამაყეა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პორტალის წევრები დაგვეხმარებიან მის გამდიდრებაში და სრულყოფაში.

პორტალს მთავარ გვერდზე არის news-გაყოფილება, სადაც სისტემატურად გამოქვეყნდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე სტომატოლოგიური სიახლეები. 

პორტალის შექმნისას სარედაქციო ჯგუფმა პრაქტიკულად მთლიანად შეისწავლა სტომატოლოგიური ინტერნეტ-სივრცე და შეეცადა თქვენთვის წარმოედგინა ყველაზე საინტერესო და აქტუალური ინფორმაცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს და DentalCafe მუდმივად გაგახარებთ ახალი ინფორმაციით როგორც ფართო მკითხველს, ისე სპეციალისტებს.

მოვალენი ვართ ჩამოგითვალოთ ის ძირითადი წყაროები, საიდანაც მოხდა პორტალზე არსებული სტატიების თარგმნა: www.dentalblogs.com, www.dentistry.co.uk, www.dental-tribune.com, www.dentistrynewstoday.com, dentistry.alltop.com, www.cosmeticdentistryguide.co.uk, www.thisisdentistry.co.uk, dentalworld.ru, www.stom.by, www.rusdent.com, www.zub-zub.ru, www.volgostom.ru, www.dentalmechanic.ru, stomatologclub.ru, www.stomatologia.by, denta-info.ru, www.caries.ru, ukrstomat.com, sgma.ucoz.ru, www.dental-revue.ru, dentist.spb.ru, medliter.ru, assisdent.ru, www.stomfak.ru, www.prostomatology.ru, stomatolog.md, www.stomvest.ru, www.dentalimplant.ru, www.vsma.ac.ru, stom.ru და მრავალი სხვა. 

გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ პორტალის სარედაქციო ჯგუფი მოხარული იქნება თუ ჩვენი ქართველი კოლეგები აქტიურად ჩაერთვებიან პორტალის ცხოვრებაში და მოგვაწვდიან (იხ. მენიუ "კონტაქტი") თავის ორიგინალურ ან საინტერესო უცხოურ სტატიებს, რომლებსაც ჩვენ უსასყიდლოთ განვათავსებთ საიტის სათანადო განყოფილებებში. ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს პორტალს და ხელს შეუწყობს თქვენი რეიტინგის ამაღლებას ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში. გარდა ამისა, მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ მოგვაწვდით კონსტრუქციულ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. Dentalcafe სიამოვნებით ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც აღელვებს საქართველოში სტომატოლოგიის განვითარების ბედი და სურვილი აქვს დაეხმაროს ამ უაღრესად საინტერესო და საჭირო დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.                                                                                                                                                       

პატივისცემით, პორტალის მთავარი რედაქტორი მათე ბინიაშვილი

 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12